მადრიდის "ატლეტიკო" გონსალო იგუაინის სანცვლოდ კრანევიტერსა და 60 მლნ ევროს იმეტებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" მზადაა, გონსალო იგუაინის სანაცვლოდ "ნაპოლის" 60 მილიონი ევრო და ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი შესთავაზოს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

ცნობილია, რომ იტალიური კლუბი არ აპირებს თავის ვარსკლავთან გამოთხოვებას, ყოველ შემთხვევაში, 94 მლნ ევროზე ნაკლებ ფასად მაინც. სწორედ ეს თანხაა მითითებული პირისგასამტეხლოდ არგენტინელი ფორვარდის კონტრაქტში.

ცოტა ხნის წინ "ნაპოლიმ" სულაც ახალი კონტრაქტი შესთავაზა იგუაინს, სადაც ფეხბურთელის ხელფასი 5 მლნ-იდან 7 მლნ ევრომდეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო სეზონში გონსალო იგუაინმა 35 მატჩში 36 გოლი გაიტანა, რითაც 66-წლის წინ დამყარებული
რეკორდი დაამხო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული