არგენტინელმა მეკარემ მატჩი გატეხილი ყბით ჩაატარა

AutoSharing Option
არგენტინელმა მეკარე ოსკარ უსტარმა, რომელიც ესპანურ კლუბ "ხეტაფეში" გამოდის, "მალაგასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში გატეხილი ყბით ითამაშა. შეხვედრა კვირას, 13 თებერვალს შედგა, მაგრამ ის თუ რამდენად სერიოზული ტრავმა მიიღო უსტარიმ მხოლოდ ორშაბათს გახდა ცნობილი.

გოლკიპერმა ყბა "მალაგას" ფორვარდ ჟულიო ბატისტასთან შეჯახებისას გაიტეხა, როდესაც ფეხბურთელები მაღალი ბურთისთვის იბრძოდნენ. უსტარის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა. რომელ წუთზე მოხდა შეჯახება არ არის დაზუსტებული.

ახლა უსტარის ტრავმისგან გამოჯანმრთელება მოუწევს. ის მოედანს შესაძლოა თვენახევრის შემდეგ დაუბრუნდეს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული