"ნეიმარს გასაოცარი ხასიათი აქვს და არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსეა, როგორც ბავშვი, რომელშიც ბოროტების ნატამალიც კი არაა.
მე, სუარესი და ნეიმარი თავისთავად შევთამაშდით. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა - დავიწყეთ მეგობრობა მოედნის მიღმა და ეს შემდეგ ჩვენს თამაშზეც დადებით აისახა.
ნეიმარი სულ ამბობდა, რომ ჩემი ფანატი იყო, მაგრამ ცოტა არ იყოს, თავს უხერხულად ვგრძნობ, როდესაც ამას პირში მეუბნება. როცა ის "ბარსელონაში" მოვიდა, მაშინ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს
დღეს მე და ნეიმარს ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს", - აქვეყნებს მესის ნათქვამს გამოცემა Sport.