"ბარსელონას" ახალი შენაძენი და ნეიმარი 5 წლით

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონადან" სატრანსფერო შეთავაზება მიიღო მცველის, სამუელ უმტიტის თაობაზე.

"ბარსა" მზადაა, უმტიტის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"დიდი ალბათობით, უმტიტი "ლიონს" დატოვებს. ჩვენ მის ტრანსფერზე უკვე შევუთანხმდით კატალონიურ კლუბს. თუ სამივე მხარე შეთანხმდება, მაშინ ფეხბურთელი დაგვტოვებს", - თქვა ოლამ.

"ჩვენ ფეხბურთელის ინტერესიდან გამომდინარე ვთქვით თანხმობა ამ ტრანსფერზე. ჩვენ შევპირდით მას, რომ თუ გამოჩნდებოდა კლუბი, სადაც თამაშზე ის სიამოვნებით დათანხმდებოდა, გავუშვებდით. ზუსტად ასე გავუშვით ქარიმ ბენზემა "რეალში".

ახლა უმტიტი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ემზადება ისლანდიასთან გასამართი ევროპის
ჩემპიონატის მეოთხედფინალისათვის. შეიძლება უმტიტი საფრანგეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ", - განაცხადა ოლამ "გარდიანთან" საუბარში.

საღამოს "ბარსელონამ" ტრანსფერი დაადასტურა, თუმცა სატრანსფერო თანხა, კატალონიელთა მტკიცებით, 25 მილიონი ევროა. სანამ უმტიტი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას არ გაივლის, ტრანსფერს ოფიციალური სახე არ მიეცემა.

ნეიმარი არ მიდის!
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი გუნდიდან არ წავა. "ნეიმარის წასვლა "ბარსელონადან" გამორიცხულია. უახლოეს დღეებში ჩვენ მასთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ".

"ბარსელონას" პრეზიდენტმა სხვა საინტერესო საკითხზეც ისაუბრა. "მინდა კომენტარი გავაკეთო ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ხმების გამო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბრავო, ტერ შტეგენი, მასკერანო და თურანი გუნდიდან არ მიდიან. რაც შეეხება ნახევარმცველებს, სერხი სამპერსა და ალენ ჰალილოვიჩს, მათ ალბათ გავანათხოვრებთ, რადგან მათი მომავალში გვეიმედება", - თქვა ბარტომეუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდად არც შენ გაქვს ამის თამაშები ნანახი ალბათ. კი კარგი და პერსპექტიული მცველია. ასაკთან შედარებით იშვიათად ცდება მაგრად ფლანგის მცველი ნამდვილად არაა. ცენტრალური მცველია, უბრალოდ ცაციაა და მარცხნივ თამაში შეუძლია ისევე როგორც მატიეს და ვერმაელენს. მარა მარცხნივ ლიონში ძალიან ცოტა თამაში ჩაატარა და ვერც ერთში იდგა მოწოდების სიმაღლეზე ასე რომ ზუსტად ბარტრას პოზიციაა. და ბარტრა კიდე ამას ნაღდად არ ჯობდა. თუ რამის ტავი ქონდა დაემტკიცებინა საკმარისი დრო ქონდა საამისოდ
coco
12:35 04-07-2016
0
რა ბარტრა ან რა თურანი რა შუაშია ამასთან ეს არის ფლანგის მცველი უნიჭიერესი და დაიდი მომავლით და თამაში თუ არ გაქ ნაყურები დასკვნები რატო გამოგაქვს
&&&&&
11:14 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული