21 წლის ნახევარმცველი 17 ივლისს "რეალთან" ერთად აშშ-ში გაემგზავრება. ენცომ, რომელიც გუნდთან ერთად ივარჯიშებს, შესაძლოა, საერთაშორისო ტურნირში პსჟ-ის, ლონდონის "ჩელსისა" და მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგაც ითამაშოს.
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის ვაჟს, რომელიც "რეალის" სარეზერვო გუნდში "კასტილიაში" გამოდიოდა, "სამეფო კლუბის" მთავარ გუნდში ადრეც უვარჯიშია.