ერთხელ მორიენტესს რაულის მაისურის შოვნა ვთხოვე

AutoSharing Option

 

რაც ემანუელ ადებაიორი "სამეფო კლუბის" წევრი გახდა, ერთი თვე გახდა. გუშინ მან "რეალის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, როცა ტოგოელი "ადიდასის" სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა. ინტერვიუს აფრიკელის მონოლოგის სახით შემოგთავაზებთ.
"ალბათ არ არსებობს ფეხბურთელი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია "რეალში" თამაშზე. მე სულ რამდენიმე თვე მაქვს იმისთვის, რომ განახოთ, რა შემიძლია. ამიტომ ვცდილობ ეს მცირე დრო ნაყოფიერად გამოვიყენო. ჩემი სურვილია, "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.

აქ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, ფანტასტიკური კლუბია. ბიჭებმა მაგრძნობინეს, რომ სახლში მოვედი. ამიტომ, ახალ სამყაროს ძალიან მალე

ვეგუები. ცოტა, ენის ცოდნის პრობლემა მაქვს - კასილიასი და სერხიო რამოსი ინგლისურად მესაუბრებიან, ბენზემასთან კი ფრანგულად ვურთიერთობ. მინდა აღვნიშნო, რომ "რეალში" ლასანას სახით ძალიან ახლო მეგობარი მყავს.
ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი, ის კი მოვიდა და პირველივე დღეს ყველაფერი ამიხსნა, მე უკვე ვიცოდი, რა სურდათ ჩემგან და რისი იმედი აქვთ. ჟოზემ მითხრა, რომ მოედანზე 100%-ით დავიხარჯო და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო. საოცარია, მაგრამ ჩემი თამაშის ისეთი დეტალები იცოდა, თავადაც რომ არ დავფიქრებულვარ ამაზე, რამდენიმე კონკრეტული რჩევაც მომცა.

არ ვიცი, რამდენი გოლის გატანას მოვასწრებ სეზონის ბოლომდე, მაგრამ თავს დავდებ "რეალის" წარმატებისთვის. ყველა ჩვენგანის ვალია, კლუბისთვის თავი გასწიროს, ისე, როგორც ეს დი მარიამ "ესპანიოლთან" მატჩში გააკეთა. ჩვენ მწვრთნელს მხოლოდ ერთი თავსატეხი უნდა დავუტოვოთ - როგორ აარჩიოს ამდენი კარგი ფეხბურთელისგან 11 საუკეთესო.
"ლიონამდე" "ლევანტეა", მე კი მჩვევია, მხოლოდ მომავალ მატჩზე ფიქრი.

ახლაც კი მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ იმ გუნდში ვთამაშობ, სადაც რაულს უთამაშია. ერთხელ "მონაკოში" თამაშისას, მორიენტესს ვთხოვე, რომ ჩემთვის რაულის მაისურა ეშოვნა. რაული ამ კლუბის ისტორიაა და ფეხბურთის სიმბოლო. მას თავს როგორ შევადრი, მაგრამ კი ვისურვებდი, რომ რაულივით წარმატებული ვყოფილიყავი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული