ცხრა წელი წაუგებლად

AutoSharing Option

იშვიათია, ადამიანს ეთქვას, მე განსაკუთრებული ვარო და ეს ფრაზა საზოგადოებას მიეღოს. მიუხედავად იმისა, რომ მასაც დიდი წინააღმდეგობა ხვდება, ძალიან ბევრს აღიზიანებს მისი მანერები, დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ, ფაქტია, ჟოზე მოურინიო საქმით ამტკიცებს, რომ მისივე მაღალ წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე საფუძველსმოკლებული ნამდვილად არ არის...

ამ უქმეებს "რეალი" "ლევანტეს" უმასპინძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" და თუ "სამეფო კლუბი" მოიგებს ან ფრეს ითამაშებს, ეს ჟოზე მოურინიოსთვის ზედიზედ 148-ე წაუგებელი მატჩი იქნება ჩემპიონატების საშინაო მატჩებში. რაც "განსაკუთრებული" მთავარი მწვრთნელია, მან სულაც ერთი საშინაო მატჩი წააგო - ეს იყო

ცხრა წლის წინათ (შაბათს გახდება), მაშინ პორტუგალიის ჩემპიონატში მოუს "პორტუმ" შინ "ბეირა მართან" წააგო. მას მერე მოურინიომ ჩემპიონატებში 122 მატჩი მოიგო და 25 ფრედ დაასრულა. არადა, ამ წლების განმავლობაში მან ოთხი ჩემპიონატი გამოიარა: ლიგა საგრეში, პრემიერლიგა, სერია A და ლა ლიგა - ერთმანეთზე უკეთესი. 


იკერს წითელი დაუტოვეს

ლა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა განიხილა "რეალის" საჩივარი, მაგრამ იკერ კასილიასს ძალაში დაუტოვა წითელი ბარათი, რომელიც მან "ესპანიოლთან" მატჩის 70-ე წამზე მიიღო. სხვათა შორის, ამით კასილიასი "რეალის" ისტორიაში მატჩში ყველაზე მალე გაძევებული ფეხბურთელი გახდა. საშეჯიბრო კომიტეტმა დაასკვნა, რომ იკერის გაძევების საფუძველი არბიტრს ნამდვილად ჰქონდა. ასე რომ, "ლევანტესთან" მატჩში "რეალის" კარში ანტონიო ადანი ჩადგება, რომელსაც ლა ლიგაში "სამეფო კლუბის" მაისურით დებიუტი კასილიასის გაძევების შემდეგ ეღირსა.


ხეტაფემ ვიცე-კაპიტანი დაკარგა

"ხეტაფეს" შემტევმა ნახევარმცველმა მანუ დელ მორალმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ერთი თვე დასვენება მოუწევს. მადრიდელთა ვიცე-კაპიტანმა ტრავმა პარასკევს ტურისწინა ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც მან უკვე გამოტოვა "მალაგასთან" შეხვედრა. 26 წლის ფეხბურთელი "რასინგთან", "ერკულესთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩებში არ იქნება. სამაგიეროდ, "ლოს ასულონესს" ტრავმირებული ხავიერ არისმენდი დაუბრუნდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული