"ბარსელონამ" სამუელ უმტიტის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ლიონის" მცველი სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" გადავა.

ესპანურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

უმტიტი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"ბარსელონამ" უმტიტის ტრანსფერში 25 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ფრანგი მცველის ყიდვის მსურველს მასში უკვე 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

უმტიტი ბარსელონაში 14 ივლისს ჩავა, ხოლო 15 ივლისს მისი ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული