22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბს 16,5 მლნ, პლუს 4 მლნ ბონუსების სახით, დაუჯდება.
გასულ სეზონში დინმა "რომაში" იჯარის წესით ითამაშა, სერია A-ს 33 მატჩში გაიტანა 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ რომაელებს ლუკას გამოსყიდვა არ უცდიათ.