დელ ბოსკე: არ შეიძლება ესპანეთის ნაკრები კატალონიელ გვარდიოლას რომ ჩავაბაროთ?

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, რომელმაც თანამდებობა ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ დატოვა, თავის შესაძლო მემკვიდრეზე ისაუბრა.

დელ ბოსკეს აზრით, ურიგო არ იქნებოდა ესპანეთის ნაკრების თავკაცად ხოსეპ გვარდიოლას მიწვევა.

"ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გვარდიოლაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან "ბაიერნში" წარმატებას ისე მიაღწია, გერმანული ენაც კი არ იცოდა.

რატომ არ უნდა დაინიშნოს ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კატალონიელი? თანაც, ეს კატალონიას ესპანეთის სხვა რეგიონებთან კიდევ უფრო დააახლოებდა.

კი ბატონო, მას ნაკრებში გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან, ვიდრე კლუბში სთავაზობენ,
მაგრამ არა მგონია ფულს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანისთვის, რომელმაც უკვე საკმაოდ გამოიმუშავა", - თქვა დელ ბოსკემ Sueddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.

45 წლის გვარდიოლა ამჟამად "მანჩესტერ სიტის" წვრთნის. მანამდე მან მიუხნენის "ბაიერნთან" ერთად 3-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში კი 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატში, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ფურია როხას" ხოაკინ კაპაროსი ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული