ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესის გაყიდვა სურს, ფლორენტინო პერესს - არა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.

ესპანურ გამოცემა Marca-ს ცნობით, ხამესით "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი", "ვესტ ჰემი" და პსჟ ინტერესდებიან. ამასთანავე, არცერთ გუნდს 60 მილიონ ევროზე მეტი არ შეუთავაზებია მადრიდელებისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ მაშინ, როცა "რეალი" კოლუმბიელის გაყიდვას 80 მლნ. ევროდ გეგმავს.

წყაროს ცნობით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ახალ სეზონში ხამესზე იმედებს არ ამყარებს და თანახმაა მის გასხვისებაზე, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი კოლუმბიელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული