აღნიშნულ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.
"ბარსელონა" არგენტინელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჯერ კიდევ კოპა ამერიკის დაწყებამდე ცდილობდა, მაგრამ მაშინ მესიმ არ ისურვა. წყაროს ცნობით, საბოლოოდ, მესი ახალ კონტრაქტს დათანხმდა, რომელსაც ხელი მას მერე მოეწერება, რაც ის შვებულებიდან დაბრუნდება კლუბში.
მესის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ივნისამდეა გათვლილი, ახალი კონტრაქტი კი 2021-წლამდე იქნება.