ლუიშ ფაბიანო "სევილიიდან" წავა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ფორვარდმა ლუის ფაბიანომ განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულს "სევილიას" დატოვებას აპირებს.

სულ ცოტა ხნის წინ ფორვარდმა ხელშეკრულება 2013 წლამდე გააგრძელა, მაგრამ გადაწყვიტა ხელშეკრულება ბოლომდე არ მიეყვანა.

"სევილიაში" ჩემი ყოფნის დრო დასასრულს მიუახლოვდა. მაგრამ დარჩენილი ოთხი თვის მანძილზე კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ, როგორც ყოველთვის. ამ კლუბისგან ძალიან დავალებული ვარ", - დაწერა ფაბიანომ თავის გვერდზე სოციალურ ქსელში.

ლუის ფაბიანო "სევილიაში" 2005 წლიდან გამოდის, როდესაც იქ "პორტუდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 17 ჩატარებული მატჩი და 9 გატანილი გოლია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული