ესპანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ხულიენ ლოპეტეგი. ლოპეტეგი შეცვლის ვისენტე დელ ბოსკეს, რომელიც 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა ნაკრებს, რომლის კონტრაქტიც ევრო 2016-ის მერე დასრულდა.

ყოფილი გოლკიპერი ლოპეტეგი 49 წლისაა. ბოლოს ის პორტუგალიურ "პორტუს" წვრთნიდა, მანამდე კი ესპანეთის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებს ხელმძღვანელობდა.

ლოპეტეგიმ ნაკრები 2018 წლის მუნდიალზე უნდა გაიყვანოს და რუსეთში ბრაზილიაში დაკარგული ტიტულის დაბრუნებას შეეცადოს.

ლოპეტეგის პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება. ლოპეტეგის გარდა, ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებად ხოაკინ კაპაროსი და მიჩელი განიხილებოდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული