ყოფილი გოლკიპერი ლოპეტეგი 49 წლისაა. ბოლოს ის პორტუგალიურ "პორტუს" წვრთნიდა, მანამდე კი ესპანეთის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებს ხელმძღვანელობდა.
ლოპეტეგიმ ნაკრები 2018 წლის მუნდიალზე უნდა გაიყვანოს და რუსეთში ბრაზილიაში დაკარგული ტიტულის დაბრუნებას შეეცადოს.
ლოპეტეგის პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება. ლოპეტეგის გარდა, ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებად ხოაკინ კაპაროსი და მიჩელი განიხილებოდნენ.