"ბარსელონამ" ანდრე გომეშისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალს" აჯობა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" აჯობა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველის, ანდრე გომეშის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" შეთანხმებას მიაღწია. მომდევნო კვირაში 22 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს და ახალწვეულის რანგში ოფიციალურად წარდგება.

ესპანური პრესის ცნობით, ტრანსფერის ფასი 35 მლნ ევროს შეადგენს, ხოლო ფეხბურთელის გარჯის შესაბამისად ბონუსები - დამატებით 20 მლნ-ს. სხვათა შორის, თავის დროზე "ვალენსიამ" პორტუგალიელი "ბენფიკასგან" 15 მლნ ევროდ შეიძინა.

"ღამურების" რიგებში ჰავბეკმა, 2014 წლიდან მოყოლებული, 78 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და შეასრულა ამდენივე საგოლე გადაცემა. ანდრე გომეშის ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებული 13
მატჩია, რომელთან ერთადაც ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული