ანდრე გომეში "ბარსელონაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ვალენსიის" ევროპის ჩემპიონი ლეგიონერი ანდრე გომეში მადრიდის "რეალის" ნაცვლად "ბარსელონაში" აღმოჩნდა.

კატალონიური გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ხოლო კონტრაქტზე ხელს ოთხშაბათს მოაწერს და პუბლიკასაც მაშინ წარუდგება "ბარსელონას" ფორმით.

"ვალენსია" გომეშში 35 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც შეიძლება 20 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია, თუ როგორ და რამდენს ითამაშებს ანდრე გომეში "ბარსაში" და რა შედეგებს მიაღწევს თავად "ბარსელონა".

ანდრე გომეშს გუნდი და მისი თავკაცი არ დახვდება, რადგან გუშინ "ბარსელონა" ინგლისში სამწვრთნელო შეკრებაზე გაემგზავრა ლიონელ მესისთან ერთად,
რომელმაც ერთი კვირით შეიმოკლა დასვენება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული