"ბარსელონაში" ზოგს ლიონელ მესის წასვლა უნდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" კლუბის რამდენიმე მაღალჩინოსანი მოწადინებულია, რომ ლიონელ მესი გუნდიდან წავიდეს:

"ბარსელონას" ახლა ჰყავს ნამდვილი ლიდერი და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე, ჰყავს პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო, რომლებიც მესის სასამართლო პროცესებზეც არ გაჰყვნენ, როცა მესი ჩვენებას აძლევდა".

ამასობაში მესის სტილისტმა აღნიშნა, რომ თმის ქერად შეღებვა არ უკავშირდება დეპრესიას, მესი, უბრალოდ, უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება ხდებაო.

- ფოტოშარჟები ლიონელ მესის ახალ იმიჯზე [PHOTO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო აბა რა, დიდგორის ომის წინ მეფე დავითმა მტრის ზურგში 200 თმაშეღებილი ქართველი შეუშვა და მერე იქ ამბავი ატყდა დედა შვილს არ აიყვანდა DDD. ამ მარკეტოლოგების და იმიჯმეიკერების მსოფლიოში ყველაფერი უსულო და გაყიდვადი გახდა, ხალხს აჯერებენ რომ თუ თმებს შეიღებავენ და ტატუებს გაიკეთებენ ძლიერები გახდებიან, დადიან მერე ეს უბედურები ენაში პირსინგ (გაყრილები), მოთხაპნულები ათასი სისულელით და ამ უთვალავ აბდაუბდაში მთავარს, ადამიანობას და კაცობას კარგავენ, კარგავენ იმას რაც არც შეღებილ თმებშია და არც ჭიპში გათხრილ პირსინგში. ის ორი რამის კომბინაციაშია და ეს ორი რამეა ძალა და ღირსება. ქრისტიანისთვის ორივე სათავეს ქრისტედან იღებს.
giorgi
13:41 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული