ოფიციალურად: გამეირო "ატლეტიკოში", ვიეტო - "სევილიაში"

AutoSharing Option
"სევილიას" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი კევინ გამეირო კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

29 წლის ფორვარდმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "ატლეტიკოს" კი მისი ტრანსფერი 30 მლნ.ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, ანდალუსიურ კლუბში იჯარის წესით მადრიდელთა ფორვარდი ლუსიანო ვიეტო გადაბარგდა. ანდალუსიელებს 1 წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა 20 მლნ.ევროდ შეეძლებათ.

გამეირო "სევილიაში" 2013 წელს პსჟ-დან გადაბარგდა. ლა ლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ფრანგის ანგარიშზე 16 გოლი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული