Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ", რომელმაც დუგლასი ტრანსფერზე დააყენა, "ალავესისგან" საკმაოდ სააინტერესო შემოთავაზება მიიღო.
"ალავესის" პრეზიდენტი ხოსე კერეხეტა, ამავდროულად, კალათბურთის გუნდ "ლაბორალ კუჩას" დირექტორიცაა. მან "ბარსელონას" დუგლასის სანაცვლოდ კალათბურთელი ადამ ჰანგი შესთავაზა. "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბი ახლა პასუხს საკალათბურთო გუნდისგან ელის. თუ "ბარსას" საკალათბურთო გუნდს ჰანგი სჭირდება, მაშინ პირველად ისტორიაში, კალათბურთელი ფეხბურთელში გაიცვლება.