რეალი VS სევილია - დღეს უეფას სუპერთასია!

AutoSharing Option
თბილისის შემდეგ ევროპის სუპერთასის ესტაფეტა ნორვეგიულმა ტრონდჰეიმმა გადაიბარა, სადაც დღეს, 9 აგვისტოს "ლერკენდალზე" რიგით მეოთხე ესპანური ჯახი გაიმართება 2006, 2014 და 2015 წლების გათამაშების შემდეგ. სცენაზე კვლავ "სევილიაა", მეტოქედ კი ამჯერად მსოფლიოს მეორე გრანდი - "რეალი" ჰყავს.

ევროპის სუპერთასზე "რეალი" და "სევილია" პირველად არ ხვდებიან ერთმანეთს. 2014 წელს მათი დაპირისპირება შედგა კარდიფში, სადაც "სამეფო კლუბმა" კრიშტიანო რონალდოს ("სევილიას" კარში სხვადასხვა ტურნირზე 22 გოლი აქვს გატანილი 15 მატჩში, 5 ჰეთ-თრიკით) დუბლით 2:0 გაიმარჯვა.

"სევილია" პირველი კლუბია, რომელიც ზედიზედ მესამე სუპერთასს თამაშობს.
ანდალუსიელები სეზონის შემაჯამებელ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ 2006 წელსაც, როცა "ბარსელონას" 3:0 მოუგეს (პირველი და ერთადერთი გამარჯვება სუპერთასის ოთხ მატჩში), იმავე "ბარსელონასთან" კი შარშან, 11 აგვისტოს, თბილისურ შოუში 4:5 დამარცხდნენ...

"რეალს" დღეს რონალდო რომ არ ეყოლება, ცნობილი ამბავია, მაგრამ ეს არ არის მადრიდელთა ერთადერთი დანაკლისი. ზინედინ ზიდანი დღეს ვერც გარეთ ბეილსა და ტონი კროოსს დაიხმარებს.

არ იქნება პეპეც, რომელიც ეს-ესაა შვებულებიდან დაბრუნდა და სათამაშოდ მზად არ არის.

რაც შეეხება "სევილიას", დღეს ამ გუნდის მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის ოფიციალური დებიუტი შედგება. ტრავმების გამო ანდალუსიელებს მარცხენა მცველი ფრანგი ბენუა ტრემულინასი და დანიელი ნახევარმცველი მიხაელ კრონ-დელი არ ეყოლებათ.

საყურადღებოა, რომ შარშანდელი სუპერთასის შემდეგ "სევილიას" შემადგენლობაში აღარ არიან გრჟეგოჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ევერ ბანეგა, კოკე და მწვრთნელი უნაი ემერი.

მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე გაიმართება.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საინტერესოა რომელი რეიტინგით არის რეალი მეორე...
Tyler Durden
16:29 09-08-2016
0
მეორე გრანდი არ ნიშნავს რომ რეალი ვინმეს შემდეგ მეორეა. სულ სხვა რამეა ნაგულისხმევი, კერძოთ შარშან ბარსელონა იყო სევილიას მეტოქე (გრანდია ნამდვილად). წელს რეალია (ეგეც გრანდია). გამოდის რომ წელს სევილიას უკვე მეორე გრანდი ხვდება. არა იმიტო რომ რეალი მეორეა ბარსა პირველი. არამედ შარშან ბარსა შეხვდა სევილიას და პირველი იყო შდსაბამისად. წელს რეალი ხვდება და მეორეა ვინც სევილიას ხვდება სუპერთასზე. იმედია გასაგებად ავხსენი.
0

სიახლეები პოპულარული