ბარსელონა-სამპდორია 3:2 - მესის დუბლი და პასი "ჟოან გამპერის თასზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აგვისტოს, სტადიონ "კამპ ნოუზე", "ჟოან გამპერის თასის" შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბარსელონამ" იტალიური "სამპდორია" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის გმირი კატალონიელთა არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც მე-16 წუთზე ჯერ ლუის სუარესს გაატანინა ეფექტური პასით, შემდეგ კი დუბლი (21-ე და 34-ე წუთებზე) შეასრულა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე გოლი გამოდგა - მესიმ საჯარიმო დარტყმით შანსი არ დაუტოვა გენუის გუნდის მეკარეს.

სტუმართაგან გოლები ლუის მურიელმა (23) და ანტე ბუდიმირმა (78) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ "ჟოან გამპერის თასი" - კლუბის დამაარსებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი
ამხანაგური ტურნირია, რომელსაც "ბარსელონა" ყოველწლიურად მართავს. 1997 წლიდან, გადატვირთული გრაფიკის გამო, კატალონიური გრანდი მხოლოდ ერთი მატჩით შემოიფარგლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული