მადრიდის "რეალს" ტრავმის შემდეგ 4 ფეხბურთელი დაუბრუნდა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო და პეპე ტრიუმფალური ევრობატალიების შემდეგ "რეალში" დაბრუნდნენ და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს. ახალი სეზონისთვის მზადების ფერხულში ჩაებნენ გარეთ ბეილი და ტონი კროოსიც, რომელთაც სუპერთასის მატჩი გაუცდათ.

თანაგუნდელები დასვენებულებსა და მომჯობინებულებს პირველი ტროფეით დახვდნენ. მართალია, სუპერთასის მატჩი წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით ტარდება, მაგრამ ეს მაინც ერთგვარი პრელუდიაა მომავალი ბრძოლებისა და "სევილიასთან" გამარჯვებაც, შესაბამისად, "რეალის" მოთამაშეთა წინასასეზონო განწყობაზე უთუოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

"რეალის" გუშინდელ ვარჯიშს, გარკვეულწილად, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ზინედინ ზიდანმა წვრთნას სულ რაღაც ერთი საათი დაუთმო და ბიჭებს
დასვენების საშუალება მისცა, თავად კი მედიასთან განმარტოვდა და კომენტარი გააკეთა:

"საკმარისად ძლიერი და დიდი გუნდი გვყავს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დიახ, ჩვენ ვერ ვიყიდეთ პოლ პოგბა, მაგრამ გადახედეთ და ნახეთ, რამდენი ვარსკვლავია "რეალში", თან ოთხი თუ ხუთი ფეხბურთელი კიდევ გვაკლია. გვყავს ბევრი ახალგაზრდაც, რომლებიც გამოცდილი თანაგუნდელების გვერდით პროგრესირებენ და ჩვენ ვენდობით მათ. ეს არის "რეალის" წარმატების გასაღები", - იხტიბარი არ გაიტეხა ზიზუმ.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული