"ბარსელონას" მეკარე ვიქტორ ვალდესი მწყობრში ალბათ მარტამდე ვერ ჩადგება. კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ გოლკიპერი მუხლის ტრავმის შემდეგ "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩისთვის გამოჯანმრთელდება, რომელიც 8 მარტს "კამპ ნოუზე გაიმართება.
ასე, რომ ვალდესი პრიმერადივიზიონის მინიმუმ სამ შეხვედრას გამოტოვებს: "მალიორკასთან", "ვალენსიასთან" და "სარაგოსასთან".
მომზადებულია AS-ის მიხედვით.