"ბარსელონა" ესპანეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონამ" სეზონში პირველი ტიტული, ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა. 18 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასის ფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩი გაიმართა.

ამჯერად მასპინძელის რანგში "ბარსელონა" წარსდგა, რომელმაც "სევილია" მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მე-10 წუთზე მოახერხეს. გოლის ავტორი არდა თურანი გახდა. აღსანიშანვია, რომ 33-ე წუთზე "სევილიამ" პენალტი ვერ გამოიყენა - კლაუდიო ბრავომ იბორას დარტყმული მოიგერია. 47-ე წუთზე კი თურანმა უკვე დუბლი მიითვალა, ხოლო 56-ე წუთზე მესამე ბურთი ლიონელ მესიმ  თავური დარტყმით შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ბარსელონამ" ანგარიშით 2:0 მოიგო.

სუპერთასი. საპასუხო
მატჩი
ბარსელონა-სევილია 3:0
გოლები: 1:0 არდა თურანი (10), 2:0 არდა თურანი (46), 3:0 მესი (55)
გამოუყენებელი პენალტი: იბორა (33. სევილია)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ვიდალი, მასკერანო, უმტიტი, დინიე (61. ალბა) - გომესი, ბუსკეტსი (74. სამპერი), დენის სუარესი (73. რაკიტიჩი) - არდა თურანი, მესი, მუნირი.
სევილია (3-5-1-1): რიკო - მარიანო, მერკადო, გონსალესი - სარაბია, კორეა (73. ვიეტო), კრანევიტერი, იბორა, კონოპლიანკა - განსო (56. ვასკესი) - ბენ იედერი (63. ვიტოლო).
გაფრთხილება: უმტიტი (32) - ვიტოლო (88), სარაბია (90)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-9 (4-4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 73 855
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული