გვარდიოლა: ევროპაში ”რეალზე” ძლიერ გუნდს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ "ატლეტიკთან" (2:1) კიდევ ერთხელ შეაქო თავისი შეგირდები, მეტოქე და მადრიდის "რეალი".

შეხვედრის დასაწყისი ბლაუგრანასთვის სირთულეების მომასწავებელი არ ყოფილა. 4-ე წუთზე დავიდ ვილიამ ბურთი ირაისოსის კარის ბადეში გაახვია, რის შემდეგაც მასპინძლები პერიოდულად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს, მაგრამ რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.

მეორე ტაიმი ძალიან მოულოდნელად დაიწყო: სერხიო საკუთარ საჯარიმოში ფერნანდო ლორენტე მოცელა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ანდონი ირაოლამ დამაჯერებლად შეასრულა. "ბარსელონას" რამდენიმე წუთი დასჭირდა, რათა გამორკვეულიყო. მატჩს წერტილი ლიონელ მესიმ დაუსვა,
როდესაც 78-ე წუთზე დანი ალვეშის ჩაწოდება გოლად გარდასახა. ამ გოლით არგენტინელმა პრიმერადივიზიონის ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდოს გადაასწრო. მესის 25 გოლი აქვს გატანილი, რონალდოს კი - 24.

"ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩემს ფეხბურთელებს ბევრი რამ შეუძლიათ. რაც უნდა მოხდეს სეზონის ბოლოს, მათზე აზრს არ შევიცვლი", - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" თავკაცმა.

მიმდინარე სეზონში კატალონიელები "ატლეტიკს" უკვე მესამედ ხვდებოდნენ - პირველ წრეში ბილბაოში დამაჯერებლად გაიმარჯვეს 3:1, რის შემდეგაც ესპანეთის თასის 1/8 ფინალში ბილბაოელების დამარცხება ვერ მოახერხეს (0:0, 1:1) და ეს ბარიერი მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გადალახეს.

"ატლეტიკი" ფიზიკური მომზადების მიხედვით ძალიან ძლიერი გუნდია და ბრწინვალე მწვრთნელი ჰყავს ხოაკინ კაპაროსის სახით. მიმდინარე სეზონში მათ არაერთხელ შევხვდით და ყოველთვის გაგვიჭირდა. ამ ჯერზე კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა მეორეში იმდენად შეკრულები აღარ ვიყავით. ლიონელ მესის წაქევის შემდეგ ბილბაოელთ კარში თერთმეტმეტრიანი რომ არ დაინიშნა, ჩვენ მაინც მოწინააღმდეგისთვის გოლის გატანას ვცდილობდით. ამის წყალობით, სატურნირო ცხრილში ბრწინვალე გუნდს 5 ქულით ვუსწრებთ. იცით, ევროპაში "რეალზე" უკეთეს გუნდს ვერ ვხედავ. რაც შეეხება, "ბარსელონას" კრიზისის შესახებ საუბრებს, ამას უკვე შევეჩვიეთ. ეს საუბარი ერთი წლის წინაც მუდმივად მესმოდა, როდესაც მადრიდელებთან უპირატესობა 12 ქულას შეადგენდა", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.



მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული