7 რამ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ
1. მესი VS რონალდო: ბოლო წლების ტრადიციად ქცეული ორი სუპერვარსკვლავის დუელი გაგრძელდება. გასულ სეზონში ორივეს გაასწრო ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესმა. ეს კი 2008/09 წლების სეზონის მერე პირველად მოხდა, მაგრამ მესის და რონალდოს დუელი მაინც
ყველამ იცის, რომ ეს ბრძოლა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლასაც ნიშნავს, ამ რბოლაში კი სანაკრებო წარმატების წყალობით, რონალდო დაწინაურებულია. პირველი კლასიკო დეკემბერსაა, თუმცა მესისა და რონალდოს დუელი ხომ ყოველკვირეული (დაუსწრებელი) სიამოვნებაა.
2. სამპაოლის "სევილია": "სევილიაში" ბევრი რამ შეიცვალა, უნაი ემერის ეპოქა დასრულდა და ხორხე სამპაოლის იწყება. არგენტინელ მწვრთნელს შესანიშნავი რეპუტაცია აქვს, თუმცა მისმა გუნდმა უკვე ორი ტიტული დათმო - ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები, "რეალთან" და "ბარსელონასთან" ბრძოლაში.
3. შეიძლება "ბარსელონას" შეჩერება? "ბარსას" სურს, ბოლო 9 წელში მე-7 ტიტული მოიგოს.
მართალია, გასულ წელს მათ მხოლოდ ქულით აჯობეს კონკურენტს, მაგრამ ბუკმეკერებს ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად სწორედ კატალონიელები მიაჩნიათ. მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიომ გასულ სეზონში 90 გოლი გაიტანა. ამ სეზონის წინ "ბარსელონა" ახალწვეულებით გაძლიერდა.
4. "ლეგანესის" ზღაპარი: ამ კლუბმა ლა ლიგის საგზური თავის 88-წლიან ისტორიაში პირველად მოიპოვა, მადრიდული გარეუბნის გუნდი 2013/14 წლების სეზონში რანგით მესამე დივიზიონში თამაშობდა.
"ლეგანესი" "ბარსას" და "რეალს" თავის 8-ათასიან სტადიონზე დაუხვდება. ამ კლუბს სეგუნდა დივიზიონში ყველაზე მცირე ბიუჯეტი ჰქონდა და მან ლა ლიგის საგზური მოიპოვა. გაგრძელდება ზღაპარი?
5. სიმეონეს მოტივაცია: ყოველ ჯერზე ელიან, რომ დიეგო სიმეონე მიიღებს უფრო საინტერესო წინადადებას და "ატლეტიკოს" ეს შესანიშნავი ერაც დასრულდება. სიმეონემ თქვა, რომ წასვლაზე ფიქრობს, თუმცა დარჩა და კონტრაქტით გათვალისწინებულ ბოლო წელსაც იმუშავებს მადრიდულ კლუბში. იქნება ისეთივე კონკურენტუნარიანი ჩოლოს "ატლეტიკო"? რატომაც არა!
6. ახალი "გალაქტიკო"? "რეალმა" მხოლოდ ერთი ხმაურიანი შენაძენი გააკეთა და ისიც, ყოფილი რეალელი ალვარო მორატა. "რეალმა" დაიბრუნა მარკო ასენსიო, 20 წლის ბიჭი, რომელიც იჯარით "ესპანიოლში" თამაშობდა და 10 საგოლე პასიც მიითვალა. ასენსიომ სუპერთასზე ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა თავი. ვინ იცის, ის ახალი "გალაქტიკოს" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდეს ახლო მომავალში.
7. "ვალენსიას" მომავალი: "ვალენსიას" დიდებული წლები წარსულს ჩაბარდა. ბოლო 4 სეზონში "ღამურები" მხოლოდ ერთხელ მოხვდნენ ოთხეულში. უკანასკნელ სეზონში კი გუნდი სულაც მე-12 ადგილზე გავიდა. გუნდმა "ბარსელონაში" გაუშვა ერთი ევროპის ჩემპიონი (ანდრე გომეში) და "ფენერბაჰჩედან" მოიყვანა მეორე (ნანი).
ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური
პარასკევი. 19 აგვისტო
მალაგა-ოსასუნა 22:45
დეპორტივო-ეიბარი 00:00
შაბათი. 20 აგვისტო
ბარსელონა-ბეტისი 20:15
გრანადა-ვილიარეალი 22:15
სევილია-ესპანიოლი 00:15
კვირა. 21 აგვისტო
სპორტინგი-ბილბაო 20:15
სოსიედადი-რეალი 22:15
ატლეტიკო-ალავესი 00:15
ორშაბათი. 22 აგვისტო
სელტა-ლეგანესი 22:00
ვალენსია-ლას პალმასი 00:00
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"