ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა გუსტავო პოიეტის "ბეტისი" - 6:2. "ბარსას" პირველი გოლი არდა თურანის ანგარიშზეა, თურქმა აშკარად მონდომებულმა დაიწყო ახალი სეზონი, გოლს მან ერთი საგოლე პასიც დაუმატა.
სევილიელებმა ერთი გაიბრძოლეს, როცა უბერებელმა რუბენ კასტრომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სულ ეს იყო - ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა სერხი რობერტომ ჯერ ლეო მესის, შემდეგ კი ლუის სუარესს გაატანინა.
საბოლოოდ, ლა ლიგის გასული სეზონის ბომბარდირმა სუარესმა ჰეთ
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ეს იყო თითქმის უნაკლო თამაში ჩვენი შესრულებით, ჩემპიონატის მაღალი დონის გათვალისწინებით. მე ვნახე ძალზე აქტიური გუნდი, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა. მიხარია, რომ არდა თურანი კიდევ უფრო შეეგუა "ბარსას". ეს ჩემი მესამე სეზონია და შესაძლოა, ახლა საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. ამ კითხვაზე პასუხი სეზონის ბოლოს მექნება".
10-გოლიანი თრილერი ვიხილეთ სევილიაში, სადაც ხორხე სამპაოლის "სევილიამ" 6:4 დაამარცხა "ესპანიოლი" ძალზე სანახაობრივ მატჩში.
შაბათი. 20 აგვისტო
ბარსელონა-ბეტისი 6:2
გოლები: 1:0 არდა თურანი (6), 1:1 რ. კასტრო (21), 2:1 მესი (37), 3:1 ლ. სუარესი (42), 4:1 ლ. სუარესი (56), 5:1 მესი (57), 6:1 ლ. სუარესი (82), 6:2 რ. კასტრო (84)
გრანადა-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 კასტილიეხო, 1:1 პონსე (65)
სევილია-ესპანიოლი 6:4
გოლები: 0:1 პიატი (8), 1:1 სარაბია (15), 2:1 ვიეტო (22), 2:2 ე. პერესი (26), 2:3 ვ. სანჩესი (44), 3:3 ვიეტო (45), 4:3 ფ. ვასკესი (54), 5:3 ბენ იედერი (66), 6:3 კიოტაკე (74), 6:4 ჟ. მორენო (79)
პარასკევი. 19 აგვსიტო
მალაგა-ოსასუნა 1:1
დეპორტივო-ეიბარი 2:1
კვირა. 21 აგვისტო
სპორტინგი-ბილბაო 20:15
სოსიედადი-რეალი 22:15
ატლეტიკო-ალავესი 00:15
ორშაბათი. 22 აგვისტო
სელტა-ლეგანესი 22:00
ვალენსია-ლას პალმასი 00:00