ლა ლიგა. I ტური: გოლთაცვენა ესპანეთში [VIDEO]

AutoSharing Option
* დაიწყო ლა ლიგის რიგით 86-ე გათამაშება.
* ხიხონის "სპორტინგს" ბილბაოს "ატლეტიკისთვის" ბოლოს 1991 წელს ჰქონდა მოგებული.
* "ალავესი" ლა ლიგას 10-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.
* ლა ლიგის პირველი გოლი ხუანპი ანიორმა (მალაგა) გაიტანა.

პრიმერა დიდებულად დაიწყო, ფეხბურთელები ლამაზი გოლებით გვანებივრებენ - "ბარსამ" და "სევილიამ" 6-6 გოლი გაიტანეს, "რეალმა" სამი იკმარა...

"ოსასუნა" მერიდამ იხსნა
რიგით 86-ე ლა ლიგის პირველი გოლის ავტორი 22 წლის ვენესუელელი ხუან პაბლო ანიორ აკოსტა გახდა (მოკლედ - ხუანპი), მაგრამ მისმა გოლმა "მალაგას" "ლა როსალედაზე" გამარჯვება ვერ მოუტანა,
რადგან ელიტაში აღზევებული "ოსასუნა" მარცხისგან თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ფრან მერიდამ იხსნა - 1:1.

"ბარსელონას" აღზრდილი და "არსენალში" დაფრთიანებული მერიდა, ალბათ, ყველას ახსოვს, რომელმაც ვერ გაამართლა ის ავანსები, რაც წლების წინ გაიცა. მერიდა შეცვლაზე შევიდა და ნავარელები ახლო მანძილიდან დარტყმით გადაარჩინა.

სტანდარტულებით
"დეპორტივომ" პირველი სამი ქულა ჩაიწერა "ეიბარის" 2:1 დამარცხებით. არადა, ყველაფერი გალისიელებისთვის ცუდად დაიწყო - ბასკებმა კუთხური მოაწოდეს, ბებემ ახლო კუთხესთან ივან რამისი მოძებნა და მცველმაც გაიტანა.

სტუმრებმა ვერ გაძლეს, ჯერ ლუკას პერესმა შორეული ჩაწოდებით პედრო მოსკერას გაატანინა, მერე საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მატჩში სამივე გოლი სტანდარტულებს მოჰყვა: კუთხურს, ჯარიმასა და პენალტს.

ისევ ის "ბარსა"
"კამპ ნოუზე" შოუ გრძელდება, "ბარსელონას" ხელი ვერც ერთ-ერთი სუპერვარსკვლავის, ნეიმარის არყოფნამ შეუშალა, რომელიც ოლიმპიადაზე თამაშობს რაფინიასთან ერთად. ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა გუსტავო პოიეტის "ბეტისი" - 6:2.

"ბარსას" პირველი გოლი არდა თურანის ანგარიშზეა, თურქმა აშკარად მონდომებულმა დაიწყო ახალი სეზონი, გოლს მან ერთი საგოლე პასიც დაუმატა. სევილიელებმა ერთი გაიბრძოლეს, როცა უბერებელმა რუბენ კასტრომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სულ ეს იყო - ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა სერხი რობერტომ ჯერ ლეო მესის, შემდეგ კი ლუის სუარესს გაატანინა.

საბოლოოდ, ლა ლიგის გასული სეზონის ბომბარდირმა სუარესმა ჰეთ თრიკი მიითვალა, მესიმ კი - დუბლი. დუბლია ბეტისელი კასტროს ანგარიშზეც. ეს იყო კლაუდიო ბრავოს ბოლო მატჩი "ბარსას" შემადგენლობაში, ჩილელი გოლკიპერი "მანჩესტერ სიტიში" გადადის.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ეს იყო თითქმის უნაკლო თამაში ჩვენი შესრულებით, ჩემპიონატის მაღალი დონის გათვალისწინებით. მე ვნახე ძალზე აქტიური გუნდი, რომელმაც საქმე ბოლომდე მიიყვანა. მიხარია, რომ არდა თურანი კიდევ უფრო შეეგუა "ბარსას". ეს ჩემი მესამე სეზონია და შესაძლოა, ახლა საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. ამ კითხვაზე პასუხი სეზონის ბოლოს მექნება".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

19 წლის არგენტინელმა იხსნა
"ლოს კარმენესზე" "გრანადა" "ვილიარეალს" დაუზავდა - 1:1. სტუმართა გუნდი სამუ კასტილიეხომ საჯარიმო დარტყმით კი დააწინაურა, მაგრამ პაკო ხემესის შეგირდები მარცხისგან 19 წლის არგენტინელმა ესეკიელ პონსემ იხსნა. პირველი, მოსაწყენი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ერთადერთი საგოლე მომენტი სტუმართა ბრაზილიელ ახალწვეულ ალეშანდრე პატოს ჰქონდა, მეორე ტაიმი კარგი სანახავი იყო, ფრე კი სავსებით სამართლიანი შედეგი იყო.

ის, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს
საფეხბურთო ექსპერტებს და არამარტო მათ ძალიან აინტერესებთ, როგორი იქნება ხორხე სამპაოლის "სევილია". ვფიქრობ, არგენტინელი სპეციალისტი და მისი გუნდი არ მოგვაწყენს. პირველ ტურში "სევილიამ" და "ესპანიოლმა" სუპერთამაში გვანახეს, რომელშიც 10 (!) გოლი გავიდა - 6:4.

"სევილიას" რიგებში დუბლით გამოიჩინა თავი არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ, გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა პაბლო სარაბიამ, თითო გოლი და პასით დაკმაყოფილდნენ ჰიროში კიოტაკე და ფრანკო ვასკესი, გოლი გაიტანა ფრანგმა ახალწვეულმა ვისამ ბენ იედერმაც. მოკლედ, სამპაოლის "სევილიას" ბევრი საერთო აღარ აქვს უნაი ემერის გუნდთან. უნდა შევაქოთ ბარსელონელებიც, რომელთა რიგებშიც ექსვალენსიელ პაბლო პიატის გამოვყოფთ გოლითა და 2 საგოლე პასით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდი პაუზის მერე
ხიხონის "სპორტინგს" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოეგო "ბილბაოსთვის". ამა დავუმატოთ ბასკთა თავკაც ვალვერდეს 100%-იანი შედეგი ასტურიელთა წინააღმდეგ, მაგრამ მთელი ისტორია უკუღმა დააყენეს დუიე ჩოპმა და ვიქტორ როდრიგესმა, რომელთაც 3-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს "ბილბაოს" კარში. ცუდი კი ის იყო, რომ ხიხონში სტუმარ ინიაკი ვილიამსს რასისტული შეძახილებით აწუხებდნენ.

ბეილის დუბლით
ზინედინ ზიდანმა რონალდოს, პეპეს, მოდრიჩისა და ბენზემას გარეშე დაიწყო ჩემპიონატი სან სებასტიანში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ. უკვე მეორე წუთზე დანი კარვახალის ჩაწოდებას გარეთ ბეილის გოლი მოჰყვა.

მე-40 წუთზე ვარანმა შორეული პასით მარკო ასენსიო მოძებნა, ახალგაზრდა შემტევმა კი ტექნიკურად გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე. "სოსიედადის" რბევა ბეილმა დუბლის გაფორმებით დაასრულა - 0:3.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წუხელ პირველი სენსაციაც დაფიქსირდა - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" შინ ვერ მოახერხა "ალავესის" დამარცხება - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. I ტური
19 აგვისტო
მალაგა-ოსასუნა 1:1
გოლები: 1:0 ხუანპი (56), 1:1 მერიდა (85)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, დ. ლორენტე, კონე, რიკა - ნაჩო კამაჩო, რესიო - კეკო (46. შარლესი), ხუანპი, ხონი (70. კუზმანოვიჩი) - ს. რამირესი (77. ჩორი კასტრო)
ოსასუნა (5-3-2): ნაუზეტი - ხ. ფლანიო, დ. გარსია, მ. ფლანიო, უ. გარსია, ფუენტესი (49. ბუნიუელი) - დე ლას კუევასი, ფაუსტო (70. მერიდა), ოიერი - რიერა, კოდრო (76. ხაიმე)
გაფრთხილება: კეკო, ხუანპი - ოიერი, ფაუსტო, ბუნიუელი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-8 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 199

დეპორტივო-ეიბარი 2:1
გოლები: 0:1 რამისი (55), 1:1 მოსკერა (69), 2:1 ლ. პერესი (87-პენ)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - მოსკერა, გილერმე (67. ლუიზინიო) - ხილი (56. ანდონე), ფახრი, გამა (81. ბორხესი) - ლ. პერესი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - კაპა, გალვესი, რამისი, ჟუნკა - რივერა, დ. გარსია - ბებე (84. პედრო ლეონი), ადრიანი (78. ენრიჩი), ინუი (73. პენია) - კიკე
გაფრთხილება: ნავარო, გამა, ალბენტოსა - გარსია, ჟუნკა, კიკე
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11-12 (6-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 22 374

20 აგვისტო
ბარსელონა-ბეტისი 6:2
გოლები: 1:0 არდა თურანი (6), 1:1 რ. კასტრო (21), 2:1 მესი (37), 3:1 ლ. სუარესი (42), 4:1 ლ. სუარესი (56), 5:1 მესი (57), 6:1 ლ. სუარესი (82), 6:2 რ. კასტრო (84)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა (76. დინი) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დ. სუარესი (70. ელ-ჰადადი) - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი
ბეტისი (5-3-2): ადანი - სეხუდო, ბრუნო, აისა მანდი, პეცელა, დურმისი - მარტინი (36. სებალიოსი), პეტროში (59. ფ. რუისი), ფ. გუტიერესი (55. მუსონდა) - სანაბრია, რ. კასტრო
გაფრთხილება: სუარესი - სეხუდო, სებალიოსი, კასტრო
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 30-6 (12-2); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 65 731

გრანადა-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 კასტილიეხო, 1:1 პონსე (65)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ლომბანი, აგბო, ტიტო - კრჰინი, მარკესი (65. ბარალი) - კუენკა, ბოგა, ტორალი (72. მარტინში) - პონსე
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაკიო, ვ. რუისი, რუკავინა - სორიანო, ნ'დიაი, ტრიგეროსი, კასტილიეხო - სანსონე (77. სანტოს ბორე), პატო (90. მ. გონსალესი)
გაფრთხილება: ლომბანი, ბარალი - სანსონე, ნ'დიაი, ტრიგეროსი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-12 (1-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 15 101

სევილია-ესპანიოლი 6:4
გოლები: 0:1 პიატი (8), 1:1 სარაბია (15), 2:1 ვიეტო (22), 2:2 ე. პერესი (26), 2:3 ვ. სანჩესი (44), 3:3 ვიეტო (45), 4:3 ფ. ვასკესი (54), 5:3 ბენ იედერი (66), 6:3 კიოტაკე (74), 6:4 ჟ. მორენო (79)
სევილია (3-5-2): ს. რიკო - მარიანო, პარეხა (82. დ. გონსალესი), მერკადო - კიოტაკე, ფ. ვასკესი, ნ'ზონზი, სარაბია, ვიტოლო - ვიეტო (80. ხ. კორეა), ბენ იედერი (74. იბორა)
ესპანიოლი (4-4-2): რობერტო - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, ო. დუარტე (37. სიანი), რ. დუარტე (69. ფუეგო) - ე. პერესი (69. ხ. რეიესი), დიოპი, ვ. სანჩესი, პიატი - ლ. ბაპტიშტაო, ჟ. მორენო
გაფრთხილება: მერკადო, ვიეტო - პერესი, გონსალესი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-10 (11-7); ბურთის ფლობა: 74%-26%.
მაყურებელი: 29 399

21 აგვისტო
სპორტინგი-ბილბაო 2:1
გოლები: 1:0 ჩოპი (50), 2:0 ვ. როდრიგესი (53), 2:1 ვიგერა (86)
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლილიო, მერე, ამორებიეტა, ი. ლოპესი - ს. ალვარესი (63. ხ. ტორესი), კასესი - მ. გომესი, ვ. როდრიგესი, ბურგუი (73. აფიფი) - ჩოპი (84. კ. კასტრო)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ბოვედა, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე (75. ვესგა), ბენიატი - ვილიამსი, რაულ გარსია (64. ვიგერა), სუსაეტა (56. მუნიაინი) - ადურისი
შენიშვნა: ი. ლოპესმა ვერ გაიტანა პენალტი (61)
გაფრთხილება: ლოპესი, ამორებიეტა - ლაპორტი, ბოვედა, მუნიაინი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-13 (4-4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 25 340

სოსიედადი-რეალი 0:3
გოლები: 0:1 ბეილი (2), 0:2 ასენსიო (40), 0:3 ბეილი (94)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი (79. ველა), ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, ბერგარა - ოიარზაბალი, ზურუტუზა, დავიდ კონჩა (56. ვილიან ჟოზე) - ხუანმი (72. ჩაბი პრიეტო)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კოვაჩიჩი, კაზემირო, კროოსი (73. ისკო) - ბეილი, მორატა (77. ხ. როდრიგესი), ასენსიო (66. ლ. ვასკესი)
გაფრთხილება: ოიარზაბალი, ზალდუა, ბერჩიჩე - კაზემირო, მორატა, რამოსი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 22-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 8-18 (0-8); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 27 720

ატლეტიკო-ალავესი 1:1
გოლები: 1:0 გამეირო (92-პენ), 1:1 მ. გარსია (95)
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი (58. გაიტანი), ტიაგო (46. ფ. ტორესი), კოკე - ფერეირა-კარასკო (71. ა. კორეა), გამეირო, ნიგესი
ალავესი (4-4-2): პაჩეკო - კიკო, ფედალი (12. ლაგუარდია), ალექსისი, რ. გარსია - მ. გარსია, კრსტიჩიჩი (65. კამარასა), მენდესი, დ. ტორესი - ი. გომესი, ტოკერო (80. სანტოსი)
გაფრთხილება: მენდესი, გომესი, ლაგუარდია
კუთხური: 20-2; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 27-2 (6-1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 36 421

ორშაბათი. 22 აგვისტო
სელტა-ლეგანესი 22:00
ვალენსია-ლას პალმასი 00:00

ბომბარდირები: 3 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 2 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუსიანო ვიეტო (სევილია), გარეთ ბეილი (რეალი).

მომდევნო ტური
26 აგვისტო:
ბეტისი-დეპორტივო, ესპანიოლი-მალაგა

27 აგვისტო:
ოსასუნა-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ვალენსია, რეალი-სელტა, ლეგანესი-ატლეტიკო

28 აგვსიტო:
ლას პალმასი-გრანადა, ალავესი-სპორტინგი, ბილბაო-ბარსელონა, ვილიარეალი-სევილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული