პანდიანი რონალდოს: ჩემს ქვეყანაში ამისთვის დანტისტთან გაგიშვებდი

AutoSharing Option
რადიო COM-თან ინტერვიუში "ოსასუნას" ურუგვაელმა ფორვარდმა ვალტერ პანდიანიმ რამდენიმე ტურის წინ კრიშტიანო რონალდოსთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა: "იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით, ეს რომ ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, კრიშტიანოს დანტისტთან შევლა მოუწევდა. მაგრამ, რადგან დიდ პატივს ვცემ პუბლიკას, ის მხოლოდ ჩემს მიერ ნათქვამი რამდენიმე უხეში სიტყვით გადარჩა. ვიცი, რომ არც ეს არის კარგი საქციელი, რისთვისაც მაყურებელს ბოდიშს ვუხდი. რონალდოს ვურჩევ, რომ ცოტათი თავმდაბალი იყოს ცხოვრებაში, ნუ დაავიწყდება, რომ ერთ დროს ღარიბი ბიჭი იყო, რომელიც პატარა კუნძულიდან ევროპაში ჩამოვიდა. მიბაძოს მესის და გადააგდოს
თავისი სულელური ჩვევები, თორემ ერთხელაც ცუდად დაამთავრებს".

სხვათა შორის, რონალდოს ბოლო ტურშიც შეემთხვა მცირე ინციდენტი, "ლევანტესთან" მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ერთ-ერთი ფეხბურთელი წაიქცა, თუმცა რონალდომ ამას ყურადღება არ მიაქცია, შეუტია და კარშიც დაარტყა, რითაც გუნდის ახოვანი კაპიტნის, სერხიო ბალესტეროსის რისხვა დაიმსახურა. ბალესტეროსმა გაიწია პორტუგალიელზე, მაგრამ თანაგუნდელებმა და "რეალის" სხვა ფეხბურთელებმა შეაჩერეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ დავაი რა მესის გან სასწავლელი რა აქ ?ადმინ გაიწიეს ხო და რეალის ფეხბურთელებმა არ გაალახიეს .რეებს წერთ ტო:D
adwadda
19:17 22-02-2011
0

სიახლეები პოპულარული