"ბარსელონა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" უახლოეს დღეებში გუნდის გერმანელ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლაუდიო ბრავოს "სიტიში" გადასვლის შემდეგ "ბარსელონა" გუნდის პირველ მეკარედ სწორედ ტერ შტეგენს მოიაზრებს. გერმანელს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2019 წლამდე აკავშირებს, ახალი კონტრაქტი კი 2021 წლამდე იქნება გათვლილი.

ტერ შტეგენის შემცვლელი "ბარსელონაში" "აიაქსის" მეკარე იასპერ სილესენი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული