ისკომ ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველი ისკო ალარკონი კლუბის გამოცვლას არ აპირებს.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მისით ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" ინტერესდებოდნენ, თუმცა ორივე გუნდი უარით თავად ფეხბურთელმა გაისტუმრა და მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც მას 2018 წელს ეწურება.

რამდენიმე დღის წინ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც განაცხადა, რომ ისკო არ იყიდება, რადგან ის მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული