მადრიდის "რეალს" BBC უბრუნდება

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზა დასრულებულია, ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში დაბრუნდნენ.

"სამეფო კლუბს" 14 ფეხბურთელი დაუბრუნდა, რომლებიც სხვადასხვა ეროვნულ გუნდში იყვნენ გამოძახებულნი. "რეალს" ტრავმირებულებიც უბრუნდებიან.

100 დღეზე მეტია, რაც ზინედინ ზიდანს ერთად ჯანზე არ ჰყოლია ცნობილი BBC (ბეილი, ბენზემა, რონალდო) და აი, გუშინ მის განკარგულებაში სამივე სუპერვარსკვლავი იყო. ქარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო ყოველგვარი გართულების გარეშე შეუერთდნენ მოვარჯიშე "რეალს", თითქოს, არც ყოფილან დიდი ხანი თამაშგარეთ. ფრანგი ფორვარდი ბოლოს ევროპის სუპერთასზე ვნახეთ, სწორედ ამ თამაშში მიიღო ბენზემამ ტრავმა, ხოლო პორტუგალიელმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო.

პეპეს და ვარანს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ისინი ინდივიდუალურად მოემზადნენ, თუმცა შაბათის ტურისთვის მზად იქნებიან. მხოლოდ ორი ფეხბურთელი რჩება "სამეფო კლუბის" ლაზარეთში - ისკო და ფაბიო კოენტრაო. შორს არც მათი გამოჯანმრთელების დროა. "ოსასუნასთან" მატჩში ზინედინ ზიდანს ერთი დილემა აქვს გადასაჭრელი - ვინ ათამაშოს დაცვის ფლანგებზე. აქამდე სულ დანი კარვახალი და მარსელო თამაშობდნენ, მაგრამ ზიდანი დანილოს სასტარტოში თამაშს აპირებს. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ ფლანგზე დაიწყებს დანილო, ვის დაასვენებს - კარვახალსა თუ თანამემამულე მარსელოს.

ზიდანმა ახლახან სამწვრთნელო შტაბში ყოფილი გოლკიპერი ვალბუენა დაამატა, რომელსაც მეტოქეების დაზვერვა დაევალება სეზონის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული