მადრიდის "ატლეტიკომ" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად 4:0 მოუგო ვიგოს "სელტას". ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ანტუან გრიზმანის ანგარიშზე დუბლი და ერთი საგოლე პასია.
მადრიდის "რეალმა" 5:2 გაანადგურა ელიტაში დაბრუნებული "ოსასუნა". ამ შეხვედრაში ტრავმის მერე პირველად დაბრუნდა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ევრო 2016-ის ფინალის მერე არ უთამაშია. სწორედ კრიშტიანომ გახსნა ანგარიში. შემდეგ კი "რეალის" სამმა მცველმა (დანილო, რამოსი, პეპე) გამოიჩინა თავი. ლუკა მოდრიჩმა 62-ე წუთზე ანგარიში 5:0 გახადა და
"ბარსელონამ" ყველასთვის მოულოდნელად, შინ ელიტაში დაბრუნებულ "ალავესთან" 1:2 წააგო. ამ შეხვედრაში "ბარსას" ნეიმარი დაუბრუნდა, მეორე ტაიმში ითამაშეს გამოჯანმრთელებულმა ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამაც, მაგრამ...
"ალავესი" 39-ე წუთზე დეივერსონმა დააწინაურა, რომელმაც დასწრებაზე იყოჩაღა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჟერემი მატიომ თავურით გაათანაბრა, მაგრამ 64-ე წუთზე ექსბილბაოელმა იბაი გომესმა ტურის სენსაცია "გამოაცხო".
შაბათი. 10 სექტემბერი
სელტა-ატლეტიკო 0:4
გოლები: 0:1 კოკე (53), 0:2 გრიზმანი (73), 0:3 გრიზმანი (81), 0:4 ა. კორეა (89)
რეალი-ოსასუნა 5:2
გოლები: 1:0 რონალდო (6), 2:0 დანილო (40), 3:0 ს. რამოსი (45), 4:0 პეპე (56), 5:0 მოდრიჩი (62), 5:1 ო. რიერა (64), 5:2 დ. გარსია (78)
გაძევება: ბონინი (79)
მალაგა-ვილიარეალი 0:2
გოლები: 0:1 ხ. კოსტა (33), 0:2 სანსონე (44)
სევილია-ლას პალმასი 2:1
გოლები: 0:1 ტანა (16), 1:1 სარაბია (89-პენ), 2:1 კ. ფერნანდესი (94)
გაძევება: ბიგასი (88)
ბარსელონა-ალავესი 1:2
გოლები: 0:1 დეივერსონი (39), 1:1 მატიო (46), 1:2 ი. გომესი (64)
პარასკევი. 9 სექტემბერი
სოსიედადი-ესპანიოლი 1:1
კვირა. 11 სექტემბერი
სპორტინგი-ლეგანესი 14:00
ვალენსია-ბეტისი 18:00
გრანადა-ეიბარი 20:15
დეპორტივო-ბილბაო 22:30
1. რეალი - 9 ქულა; 2. სევილია - 7; 3. ლას პალმასი - 6; 4. ბარსელონა - 6; 5. ატლეტიკო - 5.