ტურის ხილული და უჩინარი გმირები

AutoSharing Option

"ხორნადა-24" ლეო მესის გაბრწყინებით აღინიშნა, რომლის გოლმაც "ბარსელონას" 5-ქულიანი უპირატესობა შეუნარჩუნა მადრიდის "რეალთან". ვნახოთ, კიდევ ვინ გამოიჩინა თავი ამ ტურში ინტერნეტ-პორტალ Gოალ.ცომ-ის მიხედვით. სხვათა შორის, ამ ტურში ძალიან ცოტა გოლი გავიდა - 10 მატჩში სულ 17, თანაც ერთი გოლკიპერის ანგარიშზეა. ამ ტურის სიმბოლურ ნაკრების "ტაქტიკური სქემა" 4-4-2-ია.

მეკარე
დანიელ არანსუბია (დეპორტივო): "ალმერიასთან" მატჩის 95-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა წინ წავიდა და ჩამოწოდებულ კუთხურს თავი დაუხვედრა, რითაც გალისიურ კლუბს ქულა გადაურჩინა.

მცველები
პაბლო პინილიოსი (რასინგი): მარსელინოს ხელში სანტანდერული კლუბი
სულ სხვაგვარად ათამაშდა, ახალმა მწვრთნელმა ორიდან ორივე თამაში მოიგო. მარჯვენა მცველმა მთელი თამაში საიმედოდ იმოქმედა თავის ფლანგზე, ბოლო წუთებზე კი გამარჯვების პენალტი ნერვის აუტოკებლად შეასრულა.
რიკარდო კარვალიო (რეალი): პორტუგალიელს დაცვის ცენტრში თანამემამულე პეპესთან მხარდამხარ თამაში ურჩევნია. პეპეს არყოფნაში დაცვის ხაზის ლიდერობა სწორედ მან ითავა, ტაიმის მიწურულს კი რონალდოს საჯარიმო ჩამოწოდება გოლად აქცია. მას უკვე 3 გოლი აქვს პრიმერადივიზიონში, ყველაზე მეტი მცველებს შორის.
ალბერტო ბოტია (სპორტინგი): "ბარსელონას" ყოფილი მცველი ტოპ-ფორმაშია: ჯერ თავის ყოფილ გუნდთან, ახლა კი "მესტალიაზე" "ღამურების" წინააღმდეგ ბოტიამ შეუცდომლად ითამაშა. ამ ორ ტურში "სპორტინგის" მცველი გაუვალი კედელივით იყო.
ლუის პერეა (ატლეტიკო): პერას ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ამჯერად კოლუმბიელმა ცენტრალურმა მცველმა დიდი წვლილი შეიტანა "ატლეტიკოს" გამარჯვებაში.

ნახევარმცველები
ანხელ დი მარია (რეალი): სადებიუტო სეზონში ესპანურ ლიგაში იშვიათად თუ ბრწყინავს ასე ფეხბურთელი, როგორც ეს 23 წლის არგენტინელს გამოსდის. სანამ ბენზემას პირველ გოლს გაატანინებდა, დი მარია ერთდროულად სამ მცველს გასცდა (რომელთაც კიდევ 2 აზღვევდა).
ჩავი (ბარსელონა): "ბარსას" ერთობ გაუჭირდა ამ კვირაში, მეტოქეებმა თითქოს გასაღები მოუძებნეს ამ გუნდის თამაშის სტილს, მაგრამ ბასკებთან თამაშში ჩავის დიდებულება კიდევ ერთხელ გამოჩნდა - მართალია, ორივე საგოლე პასი დანი ალვეშისაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში საგოლე კომბინაცია მან დაიწყო.
ივან რაკიტიჩი (სევილია): "შალკეს" ყოფილი ნახევარმცველი ძალიან მალე შეეწყო ახალ კლუბს. მოედნის სიღმიდან მისი დრიბლინგები გრეგორიო მანსანოს გუნდს ერთობ ეხმარება უპირატესობის მოპოვებაში. "სევილიას" რიგებში პირველი გოლი გაიტანა და ლუიშ ფაბიანოსთან კომბინაციური თამაში ძალიან კარგად ააწყო.
ჯავად ნეკუნამი (ოსასუნა): სანამ ირანელი აზიის თასის გამო პრიმერას მატჩებს აცდენდა, ხოსე კამაჩოს თანამდებობის დატოვება მოუწია. მისმა დუბლმა პირველივე ტაიმში "ესპანიოლის" კარში ხოსე ლუის მენდილისაბარს სადებიუტო მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვება მოუტანა.

თავდამსხმელები
სერხიო აგუერო (ატლეტიკო): "სარაგოსას" კარში გოლით არგენტინელმა 2-თვიანი საგოლე შიმშილი დაასრულა და, შესაძლოა, კიკე ფლორესს თანამდებობა შეუნარჩუნა.
ლეო მესი (ბარსელონა): მესიმ მოატყუა ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... გოლი არ გასულა, მაგრამ... ტურის საუკეთესო ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული