ესპანური სპორტული მედია, ფაქტობრივად, ორ ბანაკად არის გაყოფილი: "ბარსელონას" ქომაგებს ისეთი გამოცემების ობიექტურობისა არ სჯერათ, როგორიც "მარკა" და AS-ია, ხოლო დედაქალაქში ამრეზით უყურებენ "დონ ბალონსა" და "სპორტს". სხვათა შორის, ორივე მხარეს ამის ობიექტური მიზეზი აქვს. ამიტომაც არის, რომ ტურის სიმბოლური ნაკრების შერჩევისას უფრო ნეიტრალურ წყაროს ვიყენებთ.
აი, ნათელი მაგალითი, როგორ სცოდავს ხანდახან ესპანური მედია: ზედა ფოტო AS-მა გაზეთში დაბეჭდა, რათა მკითხველისთვის აეხსნა, რომ "ბილბაოს" კარში პირველი გოლი ოფსაიდიდან გავიდა. ქვედა ფოტო კი ვიდეოგამეორების რეალური "სქრინშოთია", წითელი ისრით მონიშნული ბასკი მცველი