"ბარსელონამ" ელიტის დებიუტანტ "ლეგანესს" მისსავე მოედანზე 5:1 მოუგო. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ლუის სუარესმა, ნეიმარმა და რაფინიამ გაიტანეს.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე აქტიურად ვითამაშეთ და სივრცეები კარგად გამოვიყენეთ. ჩვენი მხრიდან სარისკო იყო სამი ცენტრალური მცველით თამაში, მაგრამ გუნდმა ამოცანას თავი გაართვა. ბუსკეტსი კი უბრალოდ დავასვენე".
მადრიდის "ატლეტიკომ" ხიხონის "სპორტინგი" 5:0 გაანადგურა დუბლით გამოირჩნენ ანტუან გრიზმანი და ფერნანდო ტორესი, ერთი, მაგრამ დიდებული გოლი
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "2:0-ის მიუხედავად არც კი გამიფიქრია "ბარსელონასთან" მომავალ თამაშზე, "სპორტინგი" სახიფათო იყო. მე-18 წუთზე ფანების ოვაციამ გული გამითბო, ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის. როცა საკუთარ გულის კარნახს უჯერებ, არასოდეს ცდები. ჩემი აზრით, გრიზმანი გასულ სეზონშიც საუკეთესო იყო ევროპაში, ახლა კი უბრალოდ უკონკურენტოა. იმედი მაქვს, რომ ის "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს".
"სევილიამ" რიცხობრივ უპირატესობაში ვერ მოუგო სტუმრად "ეიბარს" (1:1), ხოლო "ლას პალმასმა" შინ მომოს პენალტით დაჯაბნა "მალაგა".
შაბათი. 17 სექტემბერი
ლეგანესი-ბარსელონა 1:5
გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 სუარესი (31), 0:3 ნეიმარი (44), 0:4 მესი (55-პენ), 0:5 რაფინია (64), 1:5 გაბრიელი (80)
ატლეტიკო-სპორტინგი 5:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 გამეირო (5), 3:0 გრიზმანი (31), 4:0 ფ. ტორესი (72), 5:0 ფ. ტორესი (90-პენ)
ეიბარი-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ვიეტო (27), 1:1 პედრო ლეონი (64)
გაძევება: იოელი (45. ეიბარი), დ. გარსია (86. ეიბარი)
ლას პალმასი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 მომო (10-პენ)
პარასკევი. 16 სექტემბერი
ბეტისი-გრანადა 2:2
კვირა. 18 სექტემბერი
ოსასუნა-სელტა 14:00
ბილბაო-ვალენსია 18:15
ვილიარეალი-სოსიედადი 20:30
ესპანიოლი-რეალი 22:45
ორშაბათი. 19 სექტემბერი
ალავესი-დეპორტივო 22:45
1. ლას პალმასი - 9 ქულა; 2. რეალი - 9; 3. ბარსელონა - 9; 4. ატლეტიკო - 8; 5. სევილია - 8.