ლა ლიგა. IV ტური: ზიდანი გვარდიოლას გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალმა" გვარდიოლას "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა (2010/11), გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ 16 მატჩი მოიგო.
* ბრუნო სორიანომ ჩემპიონატში 250-ე მატჩი ჩაატარა, "ვილიარეალში" მასზე მეტი თამაში მხოლოდ მარკოს სენას (259) აქვს ჩატარებული.
* ბოლო 12 სეზონში მხოლოდ ლეო მესის, სერხიო რამოსსა და არიც ადურისს აქვთ გატანილი გოლი ყოველ სეზონში.
* "ვალენსიამ" ჩემპიონატში ბოლო 6 მატჩი წააგო, რაც მისი ანტირეკორდია.

ლა ლიგა სასტარტო აურზაურს გაცდა და ზოგიერთ "თავხედ" აუტსაიდერს გრანდებმა თავიანთი ადგილი მიუჩინეს. ამ ტურში კიდევ ერთ რამეს გამოვარჩევთ, ეს იყო
გრანდების ტაქტიკური სიახლეები, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო.

საფეხბურთო ზეიმი სევილიაში
ფეხბურთის ზეიმი - ასე შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც სევილიაში ხდებოდა.

ანდალუსიური დერბი "ბეტისსა" და "გრანადას" შორის მსაჯ დელ სეროს გაუგებარმა გადაწყვეტილებებმაც კი ვერ გააფუჭა - 2:2. დერბიში ყველაფერი იყო - გაუგონარი ტემპი, შემტევი ფეხბურთის ზეიმი, გოლები, შეხლა-შემოხლა, გაფუჭებული პენალტი... აქეთ ალექს ალეგრიას დიდებული თამაში, იქით მეჰდი კარსელა-გონსალესის ბრწყინვალე დრიბლინგები.

"ბეტისმა" ბოლოს სასწაულად შეუტია 10-კაციან მეტოქეს, მაგრამ ბოლოს "გრანადასაც" შეეძლო მოგება. პაკო ხემესი ტრადიციას არ ღალატობს - მისი გუნდები მუდამ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ეგ არის "გრანადას" თავკაცს სტაბილურად კარგი შედეგების მიღწევა უჭირს. ამჯერად არ გაუტანია "ბეტისის" ვეტერან გოლეადორ რუნებ კასტროს, თუმცა მან ერთი საგოლე პასი მაინც მიითვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დაფასებული რისკი
ლუის ენრიკემ გარისკა და "ბარსას" ტრადიციულ განლაგებაში რევოლუციური ცვლილება შეიტანა, მან სამი ცენტრალური მცველით ითამაშა და 4-3-3-ის ნაცვლად 3-4-3-ზე გადაეწყო. ამის საშუალება მას სამუელ უმტიტის ფორმამ მისცა. "ბარსა" პირველად ესტუმრა "ლეგანესს" და 5:1 მოუგო. ლეო მესიმ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ლუის სუარესმა გოლი და 2 საგოლე პასი. ნეიმარი და რაფინია თითო გოლით დაკმაყოფილდნენ.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მასპინძელთა ბრაზილიელი ფორვარდის, გაბრიელის ცოცხალი თამაში, რომელსაც აქტიურობა "ბარსას" კარში გოლით დაუფასდა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე აქტიურად ვითამაშეთ და სივრცეები კარგად გამოვიყენეთ. ჩვენი მხრიდან სარისკო იყო სამი ცენტრალური მცველით თამაში, მაგრამ გუნდმა ამოცანას თავი გაართვა. ბუსკეტსი კი უბრალოდ დავასვენე".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაილაღეს
"ატლეტიკოს" სეზონის დასაწყისში ბევრს აკრიტიკებდნენ, ამას მოჰყვა დიეგო სიმეონეს უცნაური გადაწყვეტილება, ვინც კლუბთან კონტრაქტი დაიმოკლა. მაგრამ "სპორტინგთან" თამაშში დიეგო სიმეონეს გუნდი შესაშური იყო. არგენტინელმა ტრადიციული 4-4-2-ის ნაცვლად 4-3-3-ით ითამაშა. დუბლით გამოირჩნენ ანტუან გრიზმანი და შეცვლაზე შესული ფერნანდო ტორესი, დიდებული გოლი გაიტანა კევინ გამეირომ - 5:0. აღვნიშნავთ ფილიპე ლუიშისა და კოკეს ჭკვიანურ თამაშს.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "2:0-ის მიუხედავად არც კი გამიფიქრია "ბარსელონასთან" მომავალ თამაშზე, "სპორტინგი" სახიფათო იყო. მე-18 წუთზე ფანების ოვაციამ გული გამითბო, ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის. როცა საკუთარ გულის კარნახს უჯერებ, არასოდეს ცდები. ჩემი აზრით, გრიზმანი გასულ სეზონშიც საუკეთესო იყო ევროპაში, ახლა კი უბრალოდ უკონკურენტოა. იმედი მაქვს, რომ ის "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

9 კაცის გმირობა
"სევილია" ჯერ ძიებაშია, ამიტომაც ხორხე სამპაოლის გუნდმა ვერ შეძლო 9 კაცითა და მწვრთნელის გარეშე დარჩენილი "ეიბარის" დამარცხება, რომელსაც ვიეტოს გოლის წყალობით უგებდა კიდევაც. მასპინძლები ვეტერანმა პედრო ლეონმა იხსნა - 1:1. იპურუაში გამართული მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი იყო ამ ტურში.

"ლას პალმასმა" მომოს პენალტის წყალობით მოუგო "მალაგას" (1:0) და ლიდერთა შორისაა.

კვირის თამაშები
პამპლონაში "ოსასუნამ" კარგად დაიცვა თავი "სელტასგან", რომლის რიგებშიც იაგო ასპასი და შეცვლაზე შესული ჯუზეპე როსი აქტიურობდნენ - 0:0.

მართალია, ალვარო მედრანის გოლით ბილბაოში "ვალენსია" მალევე დაწინაურდა, მაგრამ "ღამურებს" პირველი ქულების მოპოვება არ ეწერათ. ბენიატმა არიც ადურისს ორჯერ გაატანინა, პირველი თავური იყო, მეორე დარტყმა კი ექსვალენსიელს ზლატანის სტილში გამოუვიდა. ბუნებრივია, მას გოლები არ უზეიმია.

"ვილიარეალს" ექსსასუელოელმა ნიკოლა სანსონემ მოაგებინა, რომელმაც დუბლი შეასრულა "სოსიედადის" კარში - 2:1. სანსონემ პენალტიც გამოიმუშავა პირველ ტაიმში, მაგრამ ალეშანდრო პატომ ვერ გამოიყენა.

დაბოლოს, კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის გარეშე მოთამაშე "რეალმა" ბარსელონაში "ესპანიოლი" დაამარცხა - 2:0. გოლების ხამესმა და ქარიმ ბენზემამ გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. IV ტური
16 სექტემბერი
ბეტისი-გრანადა 2:2
გოლები: 0:1 კარსელა-გონსალესი (13), 0:2 ბუენო (33), 1:2 ა. ალეგრია (36), 2:2 ა. ალეგრია (61)
ბეტისი (4-3-3): ადანი - პიჩინი, აისა მანდი, პეცელა, დურმისი - ფ. რუისი (36. მუსონდა), პეტროში, ბრაშანაცი (86. ფ. გუტიერესი) - ხოაკინი (75. ზოზულია), ა. ალეგრია, რ. კასტრო
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, ვეზუ, გ. სილვა, ტაბანუ (46. ტიტო) - კრჰინი, პერე - კარსელა-გონსალესი, ბუენო (56. ანგბანი), აცილი (86. კრავეცი) - პონსე
შენიშვნა: პონსემ ვერ გაიტანა პენალტი (79)
გაფრთხილება: მუსონდა, ადანი, დურმისი, დ. ხიმენესი (მოედანზე არ იყო) - ვეზუ, პონსე, ანგბანი, კარსელა-გონსალესი
გაძევება: ვეზუ (54), დ. ხიმენესი (85. მოედანზე არ იყო)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 23-15 (7-8); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 36 090

17 სექტემბერი
ლეგანესი-ბარსელონა 1:5
გოლები: 0:1 მესი (15), 0:2 სუარესი (31), 0:3 ნეიმარი (44), 0:4 მესი (55-პენ), 0:5 რაფინია (64), 1:5 გაბრიელი (80)
ლეგანესი (5-4-1): სერანტესი - ვ. დიასი, ბუსტინცა, ინსუა, მედჯანი (46. რ. პერესი), დ. რიკო - უ. ლოპესი (61. შიმანოვსკი), სასტრე, გაბრიელი, მაჩისი (61. ო. რამოსი) - მ. კონე
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია, რაკიტიჩი (57. არდა თურანი), ინიესტა (65. დ. სუარესი), ალბა - მესი, ლ. სუარესი (56. პ. ალკასერი), ნეიმარი
გაფრთხილება: მედჯანი, დიასი, ბუსტინცა, რამოსი - რაკიტიჩი, ნეიმარი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 28-7; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-10 (6-7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 10 958

ატლეტიკო-სპორტინგი 5:0
გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 გამეირო (5), 3:0 გრიზმანი (31), 4:0 ფ. ტორესი (72), 5:0 ფ. ტორესი (90-პენ)
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ვრსალიკო, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაიტანი, ს. ნიგესი, კოკე - ფერეირა-კარასკო (46. ა. ფერნანდესი), გრიზმანი (69. ფ. ტორესი), გამეირო (60. ა. კორეა)
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, ლოპეს ბლანკო (46. ვიგერა) - ნ. კასესი, ს. ალვარესი - დ. პერეირა, ვ. როდრიგესი (63. აფიფი), ბურგუი - ჩოპი (69. კ. კასტრო)
გაფრთხილება: - ამორებიეტა, კასტელიანო
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18-10 (7-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 821

ეიბარი-სევილია 1:1
გოლები: 0:1 ვიეტო (27), 1:1 პედრო ლეონი (64)
ეიბარი (4-4-2): იოელი - კაპა, გალვესი, ლეჟონი, ლუნა - ბებე (45. არეიტიო), დ. გარსია, ფ. რიკო, პედრო ლეონი (89. ესკალანტე) - კიკე (62. პენია), ენრიჩი
სევილია (4-2-3-1): სირიგუ - მერკადო, რამი (14. ესკუდერო), კარიშო (48. იბორა), კოლოძეიჩაკი - კრანევიტერი, განსო - ბენ იედერი (46. ვიტოლო), ხ. კორეა, კიოტაკე - ვიეტო
გაფრთხილება: კაპა - კორეა
გაძევება: იოელი (45), დ. გარსია (86)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-8 (2-4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 4 265

ლას პალმასი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 მომო (10-პენ)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - მასედო, ლემოსი, ბიგასი, დ. კასტელიანო - მესა, ვ. გომესი - ელ ჟარი (69. კ. ბოატენგი), ტანასუ, მომო (81. მ. გარსია) - ლივაია (60. არაუხო)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ბ. კონე, დ. ლორენტე, რიკა - რესიო (55. ენ ნესირი), ნ. კამაჩო - გ. კასტრო (55. ს. რამირესი), ხუანპი, ხონი (62. კეკო) - შარლესი
გაფრთხილება: გომესი, მასედო, ლემოსი - რესიო
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-10 (2-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 18 980

18 სექტემბერი
ოსასუნა-სელტა 0:0
ოსასუნა (5-3-2): მ. ფერნანდესი - რედრადო, ოიერი, დ. გარსია, უ. გარსია, კლერკი - დე ლას კუევასი, ხ. გარსია, მერიდა (61. რ. ტორესი) - რიერა (86. ს. ლეონი), რივიერი (53. ხ. რომერო)
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, რონკალია, ხონი - ვასი (86. რადოია), პ. ერნანდესი - სენე (76. სისტო), ასპასი, ბონგონდა - გუიდეტი (62. ჯ. როსი)
გაფრთხილება: ოიერი, დ. გარსია, მერიდა, ტორესი -
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 9-13 (2-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 14 854

ბილბაო-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 მედრანი (2), 1:1 ადურისი (24), 2:1 ადრუსი (41)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ბოვედა (70. ი. ალვარესი), ლაპორტი, ბალენზიაგა - იტურასპე (62. სან ხოსე), ბენიატი - ვილიამსი (80. მ. რიკო), რაულ გარსია, სუსაეტა - ადურისი
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, სანტოსი, მანგალა, გაია - პარეხო, მ. სუარესი (66. კანსელო), მედრანი - როდრიგო (66. მინა), ელ ჰადადი, ნანი
გაფრთხილება: გარსია, ბენიატი, სუსაეტა, ადურისი - გაია, პარეხო, კანსელო, მანგალა
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-10 (4-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 907

ვილიარეალი-სოსიედადი 2:1
გოლები: 1:0 სანსონე (22), 2:0 სანსონე (25), 2:1 ი. ბერჩიჩე (35)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაკიო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო (63. ჯონ. დოს სანტოსი), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (82. ნ'დიაი) - სანსონე, პატო (70. ჩერიშევი)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე (87. ბერგარა) - ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა, ხუანმი (67. ჩაბი პრიეტო), ოიარზაბალი (82. კონჩა) - ვილიან ჟოზე
შენიშვნა: პატომ ვერ გაიტანა პენალტი (16)
გაფრთხილება: რუისი, ბრუნო - რული, გონსალესი, ზალდუა, ზურუტუზა
გაძევება: ზალდუა (92)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-15 (4-2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 18 692

ესპანიოლი-რეალი 0:2
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (45), 0:2 ბენზემა (71)
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, რ. დუარტე, ვ. სანჩესი - ე. პერესი, პ. დიოპი, როკა ხუნკე (83. დ. რეიესი), პიატი (10. ა. ვასკესი) - ლ. ბაპტიშტაო, ჟ. მორენო (66. კაისედო)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (19. კროოსი), ხ. როდრიგესი (62. ისკო) - ლ. ვასკესი, ბენზემა (72. მორატა), ასენსიო
გაფრთხილება: პერესი, დუარტე, დიოპი, ხ. ლოპესი - რამოსი, კარვახალი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-13 (2-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 29 484

ორშაბათი. 19 სექტემბერი
ალავესი-დეპორტივო 22:45

ბომბარდირები: 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
20 სექტემბერი:
მალაგა-ეიბარი, სევილია-ბეტისი

21 სექტემბერი:
რეალი-ვილიარეალი, სელტა-სპორტინგი ხ, რეალ სოსიედადი-ლას პალმასი, გრანადა-ბილბაო, ბარსელონა-ატლეტიკო

22 სექტემბერი:
ოსასუნა-ესპანიოლი, დეპორტივო-ლეგანესი, ვალენსია-ალავესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული