"ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პაკო აიესტარანი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის 4 ტურის შემდეგ "ვალენსიას" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პაკო აიესტარანი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად გუშინ, 20 სექტემბერს დაადასტურა.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, მწვრთნელის გათავისუფლების მთავარი მიზეზი ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებია. შეგახსენებთ, რომ "ვალენსიამ" პირველ 4 ტურში 4 მარცხი განიცადა და შესაბამისად, ბოლო, მე-20 ადგილზეა.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს დროებით ვორო გონსალესი შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, კლუბის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებების გამართვას რობერტო მანჩინისთან გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული