"ბარსელონა" "ფენერბახჩეს" მცველით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ბარსელონა" "ფენერბახჩეს" მცველით გოკხან გონულით დაინტერესდა. ვარაუდობენ, რომ თურქული კლუბის 26 წლის ფეხბურთელი კატალონიელთა თავკაც ხოსეპ გვარდიოლას დანიელ ალვეშის ღირსეულ შემცვლელად ეგულება, რომელმაც ჯერ კიდევ არ გააგრძელა კონტრაქტი ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთან.

გონულის ანგარიშზე, რომლის ხელშეკრულების ვადაც სტამბოლელებთან მაისში იწურება, თურქეთის ნაკრებში ჩატარებული 20 მატჩია. ფეხბურთელი "ფენერბახჩეს" შემადგენლობაში 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული