ლა ლიგა. V ტური. "ატლეტიკომ" "კამპ ნოუდან" ქულა წაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის შედგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის 41-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - ანდრეს ინიესტას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ივან რაკიტიჩმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ბარსელონას" პრობლემები შეექმნა  - ტრავმების გამო მოედანი ჯერ სერხიო ბუსკეტსმა, შემდეგ კი ლეო მესიმ დატოვეს. 61-ე წუთზე მოედანზე 1 წუთის შესულმა ანხელ კორეამ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავისი შეხვედრა ვერ მოიგო
მადრიდის "რეალმა", რომელიც ამ ტურში "ვილიარეალს" მასპინძლობდა. ტურის ცენტრალური მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "რეალის" კარში პენალტი ბრუნო სორიანომ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე სერხიო რამოსის გოლი მოყვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამგვარად, "რეალმა" 13 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. მეორე ადგილზე 10 ქულით "სევილიაა", "ბარსელონა" ასევე 10 ქულით მესამეა, ხოლო "ატლეტიკო" 9 ქულით - მეოთხე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთის ჩემპიონატს რომელ საიტზე უყურებთ? დამეხმარეთ-რა
დათო
10:00 22-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული