ჩავი: იმედი მაქვს ”ვალენსიასთან” დავბრუნდები

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ტრავმა გასულ სეზონში მიღებული ტრავმის მსგავსია. ჰავბეკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მწყობრში უკვე პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრისთვის იქნება.

"ეს შეიძლება ითქვას, შარშანდელი ტრავმის მცირემასშტაბიანი ასლია. კვირას გამოკვლევა გავიარე, რომელმაც დიაგნოზი დაადასტურა. ვნახოთ, როგორ წავა რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ იმედი მაქვს "ვალენსიასთან" მატჩისთვის მწყობრში ვიქნები", - თქვა ჩავიმ.


მომზადებულია AS-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული