"ბარსელონაში" სურთ, რომ ანდრეს ინიესტამ კარიერა ამ გუნდში დაასრულოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს გუნდის ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასთან გამოთხოვებას. ამის შესახებ El Mundo იუწყება.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ესპანეთის ნაკრების 32 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, პირობებზე დალაპარაკებას აპირებს. მანამდე ინიესტამ ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ ვერ ხვდება, მერამდენეა იმ ფეხბურთელთა რიგში, რომლებთანაც კონტრაქტის გახანგრძლივება იგეგმება.

თავის მხრივ, ინიესტას თავის გუნდში გადაბირებით "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა დაინტერესებული.

ანდრეს ინიესტას მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2018 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფინალების კაცი :D ღირსების დრიბლინგის ელეგანტურობის კაცობის და საერთოდ ფეხბურთელობის ეტალონი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ჯადოქარი დონ ანდრესი :D
coco
16:19 25-09-2016
0
სად უნდა წავიდეს კაცო ჯერ ხავის წასვლა ვერ მომინელებია,ამისთანა ფეხბურთელებს კარიერაშივე უნდა დაუდგან ძეგლები და გუნდის წმინდანებად აღიარონ.
სოსო
11:09 24-09-2016
0

სიახლეები პოპულარული