როგორც ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება, 23 წლის ფრანგისადმი ინტერესს ესპანური ფეხბურთის გრანდები, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" იჩენენ, რომლებსაც მოთამაშის გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ.
წინა სეზონი აეროლამ იჯარის წესით "ვილიარეალში" გაატარა, სადაც კარგი თამაშით საფრანგეთის ნაკრებში მიწვევა დაიმსახურა, შემდეგ კი "პარი სენ-ჟერმენის" ძირითადი მეკარე გახდა.