ამ ამონარიდის მიხედვით, 2015 წლის ზაფხულში "სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "განსაკუთრებულს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებას სთხოვდა, იმისთვის, რომ ჟოზეს გასახდელში სიტუაცია დაელაგებნა და კლუბიდან "მოეშორებინა" - პეპე, მარსელო, რამოსი… და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი.
პერესს მოურინიოსგან უარი მიუღია და ამასთან ერთად რჩევაც - თუ ვინ უნდა დაენიშნა ფლორენტინოს ახალ მწვრთნელად…. აქედანვე ვთქვათ, რომ მოგვიანებით, მოურინიომ უარყო ეს ინფორმაცია, პერესი უკან არ მეპატიჟებოდაო.
იმ დროს ერთადერთი ნორმალური ვარიანტი იყო იურგენ კლოპი, ფლორენტინოს გემანელის დანიშვნა ვურჩიე. მას უნდოდა კლუბში მივბრუნებულიყავი და არეული ვითარება დამელაგებინა, რამდენიმე ფეხბურთელი გამეშვა და სიტუაცია დამელაგებინა. მე კი ვუპასუხე რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. მადრიდის "რეალი" გუნდია, სადაც ფეხბურთელები მტრულ ბანაკებად არიან დაქსაქსულები" - ციტირებენ მოურინიოს.
"ჩემი "რეალში" დაბრუნების საკითხი არ განხილულა, ფლორენტინო პერესთან მსგავს საკითხებზე არ მისაუბრია. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - ამტკიცებს ჟოზე, მაგრამ აღარავინ უჯერებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"