აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Sport.es-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონა" კარასკოთი ჯერ კიდევ ზაფხულში ინტერესდებოდა, ახლა კი მის შეძენას სეზონის დასრულებისთანავე გეგმავს. "ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბაიერნს" შორის გამართულ მატჩსაც დაესწრო და კარასკოს აკვირდებოდა. აღნიშნულ შეხვედრაში მადრიდელებმა სწორედ კარასკოს ერთადერთი გოლის მეშვეობით იმარჯვეს.
აქვე გეტყვით, რომ კარასკოს მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2020 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 40 მლნ ევროს შეადგენს.