ესპანური დელეგაცია, რომელიც კატალონიაში ბავშვთა პრობლემების აღმოსაფხვრელად პროექტს ახორციელებს, პაპს შეხვდა და "ბარსელონას" მაისური უსახსოვრა, მოთამაშეთა ავტოგრაფებით. დელეგაციაში იყო კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ საკითხებში ხორდი კარდონერიც.
ცნობილია, რომ რომის პაპი ფრანცისკი არგენტინული კლუბის, "სან-ლორენსოს" გულშემატკივარია.