რომის პაპ ფრანცისკს სახსოვრად "ბარსელონას" მაისური გადასცეს

AutoSharing Option
რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა ვატიკანში საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" წარმომადგენლები მიიღო.

ესპანური დელეგაცია, რომელიც კატალონიაში ბავშვთა პრობლემების აღმოსაფხვრელად პროექტს ახორციელებს, პაპს შეხვდა და "ბარსელონას" მაისური უსახსოვრა, მოთამაშეთა ავტოგრაფებით. დელეგაციაში იყო კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ საკითხებში ხორდი კარდონერიც.

ცნობილია, რომ რომის პაპი ფრანცისკი არგენტინული კლუბის, "სან-ლორენსოს" გულშემატკივარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული