Goal.com-ის სამხრეთამერიკული ბიუროს ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში "ბოკა ხუნიორსის" ნიჭიერი ფორვარდის, სერხიო არაუხოს ხელში ჩაგდების შემდეგ მადრიდის "რეალი" მას "სევილიაში" გაანათხოვრებს. 19 წლის არაუხოს მსოფლიო დონის ვარსკვლავად სახავენ. დიდი შანსია, არაუხომ პრიმერაში გააგრძელოს კარიერა, ანუ გონსალო იგუაინისა და სერხიო აგუეროს კვალს გაჰყვეს. ჯერ კიდევ დეკემბერში, თავად ახალგაზრდა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი შეძენის ექსკლუზიურ უფლებას "სამეფო კლუბი" ფლობს: "თუკი ვინმეს ჩემი შეძენა სურს, ჯერ მადრიდელებს უნდა დაელაპარაკოს. თუკი "რეალი" არ გამოიჩენს დაინტერესებას, მე სხვა კლუბში წავალ", - განაცხადა არაუხომ.
ახლა კი
არაუხო "ბოკას" აღზრდილია, პირველ გუნდში მას დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, 17 წლის ასაკში. არაუხო იყო არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი ნიგერიის მუნდიალზე, სადაც ორი გოლი გაიტანა.