ვინ არის კრიშტიანო რონალდო?

AutoSharing Option
"რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "სქაი სპორტის" პორტუგალიურენოვან შოუ "რევისტა დე ლა ლიგას" ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბევრი ისაუბრა მისი კლუბის ლიდერ კრიშტიანო რონალდოზე.

"რაც "რეალში" ვმუშაობ, მით უფრო ფორვარდთა კრიზის ფონზე, ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდოს პოზიციაზე მიფიქრია. ყველაზე მეტი დებატიც გუნდის სამწვრთნელო ჯგუფში ამ საკითხზე გამართულა: ვინ არის ის ამპლუით, ფორვარდი? ჩვენ ვცდილობდით, მისთვის საუკეთესო პოზიცია შეგვერჩია. მე არ ვფიქრობ, რომ ის ფორვარდია. გარემარბია კრიშტიანო? არა და არა, რამდენი გოლი გააქვს სეზონში გარემარბს, ნახევარი ათეული, ჰა ჰა, 10 გოლი და
რამდენი აქვს უკვე რონალდოს გატანილი! ვინ არის რონალდო, ბოლოსდაბოლოს? ვფიქრობ, ორივე - მასში ფორვარდისა და გარემარბის ყველა საუკეთესო თვისებაა შერწყმული ერთად, მას არსენალში ყველაფერი აქვს, სხვა ასეთი ფეხბურთელი არ მეგულება", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა

კრიშტიანო რონალდო 
26 წლის
186 სმ, 85 კგ

საინტერესო დეტალები
როცა კრიშტიანო პორტუგალიიდან "მანჩესტერში" გადავიდა, მისი ხელფასი ზუსტად 100-ჯერ გაიზარდა (1,5 ათასი ევროდან 150 ათას ევრომდე თვეში)

მას რონალდო რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს

ამ სეზონის სტატისტიკა
24 თამაში (ითამაშა ყოველი წუთი) ლა ლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაში, 7 კოპაზე
24 გოლი ლა ლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაში, 6 კოპაზე
ლა ლიგის გოლები: 15 გოლი მარჯვენა ფეხით, 6 - მარცხენათი, 3 - თავით
5 პენალტით, 2 საჯარიმო დარტყმით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული